ჯილდოს შესახებ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.


პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.


პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.



კატეგორიები

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები მიიღებენ სერთიფიკატებს და სიმბოლურ პრიზებს, შემდეგ ოთხ კატეგორიაში:



წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის და წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატების ნომინირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიებში.



  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

    ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ავტორიზებული საჯარო ან კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ან ზრდასრულთა განათლების და ტრენინგის მიმწოდებელი, რომელიც პროფესიული განათლების პროგრამების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მიწოდებას უზრუნველყოფს.


    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კატეგორიაში?

    კონკურსი ღიაა ყველა საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ავტორიზებულები არიან პროფესიულ განათლების მიწოდებაში და რომელიც სულ მცირე ერთი წელია რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია იურიდიულ პირად (მომგებიანი თუ არა-მომგებიანი).


    რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიაში?

    აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებისთვის, კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს და დაამტკიცოს რომ ის მისდევს პროფესიული განათლების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკას და ზრუნავს მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

    დეტალური მოთხოვნები შეგიძლიათ გადმოწეროთ აქიდან.
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

    ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ბიზნესი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში, ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის გზით.


    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კატეგორიაში?

    კონკურსი ღიაა ყველა იმ საწარმოსთვის და/ან ბიზნეს ორგანიზაციისთვის, რომელიც სულ მცირე ერთი წელია რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია იურიდიულ პირად.


    რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიაში?

    აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებისთვის, კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს და დაამტკიცოს ბიზნესის მხრიდან პროფესიული განათლების დაწესებულებებთან მჭიდრო პარტნიორობა და განხორციელებული ინვესტიცია, ასევე რამდენად ზრუნავს საკუთარი კადრების პროფესიული ტრენინგებით უზრუნველყოფას.

    დეტალური მოთხოვნები შეგიძლიათ გადმოწეროთ აქიდან.
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

    ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც საუკეთესო შედეგებს წარმოადგენს.


    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კატეგორიაში?

    კონკურსი ღიაა ყველა პროფესიული განათლების პროფესიონალებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

    კანდიდატის ნომინირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი.


    რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიაში?

    აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებისთვის, კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს და დაამტკიცოს სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი და შედეგები და ასევე, მისი მოტივაცია გახდეს საუკეთესო პროფესიონალი საკუთარ სფეროში.

    დეტალური მოთხოვნები შეგიძლიათ გადმოწეროთ აქიდან.
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

    ამ კატეგორიაში გამოვლინდება პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო შედეგს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების მიმართულებით.


    ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კატეგორიაში?

    კონკურსი ღიაა ყველა იმ სტუდენტისთვის, რომელიც ჩარიცხულია ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს III, IV და V პროგრამების დონეებზე.

    კანდიდატის ნომირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგამანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები არიან ჩარიცხულნი. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი.


    რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიაში?

    აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებისთვის, კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს და დაამტკიცოს სწავლების მაღალი შედეგები და ასევე, მისი მოტივაცია გახდეს საუკეთესო პროფესიონალი საკუთარ სფეროში.

    დეტალური მოთხოვნები შეგიძლიათ გადმოწეროთ აქიდან.
  1. 1
  2. 2
  3. 3