ხშირად დასმული შეკითხვები

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაში?

წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ავტორიზებულია პროფესიულ განათლების მიწოდებაში და რომელიც სულ მცირე ერთი წელია რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია იურიდიულ პირად (მომგებიანი თუ არა-მომგებიანი).

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ბიზნეს ორგანიზაციას, რომელიც სულ მცირე ერთი წელია რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია იურიდიულ პირად და თანამშრომლობს პროფესიული განათლების მიმწოდებელთან.

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის და წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატების ნომინირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიებში.

როგორ შემოვიტანოთ განაცხადი?

განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად. უფლებამოსილ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა, რომელიც მოცემულია ვებ- გვერდზე: www.awardtvet.ge.

როდის არის განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა?

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა ორშაბათი, 2018 წლის 2 ივლისი..

რა უნდა ავტივრთოთ დამხარე დოკუმენტებში?

დამხმარე დოკუმენტებში უნდა ატვირთოთ ის დოკუმენტები, რომელიც განამტკიცებს თქვენს განაცხადს და დაარწმუნებს ჟიურის თქვენს მიერ მოყვანილი ინფორმაციის სისწორეში. დოკუმენტები, როგორიცაა სტუდენტის ნიშნების ფურცელი, რეკომენდაციის წერილები, საგანმანათლებლო სასწავლებლისა და კერძო ბიზნეს შორის ხელმოწერილი მემორანდუმები, ოფიციალური წერილ(ებ)ი სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შესახებ, და ა.შ.

ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი?

წლის პროფესიული განათლების სტუდენტს და წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის კატეგორიაში, წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატების მხარდამჭერი რეკომენდაციის წერილები. რეკომენდატორებად შეიძლება შერჩეულ იყოს მასწავლებლები, ასევე დამსაქმებლები და სტუდენტები.

როგორ ხდება განაცხადების შეფასება?

განაცხადები შეფასდება დამოუკიდებელი შეფასების კომისიის მიერ, რომელის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება გალა დაჯილდოებაზე 2018 წლის შემოდგომაზე.